პარასკევი, 0:12 AM, 2024  

mtavari მენიუ მენიუ მენიუ მენიუ მენიუ მენიუ მენიუ მენიუ

del piero


„არსებობს სამი ტიპის ფეხბურთელი. პირველნი ხედავენ აშკარა მომენტებს, გააქვთ გოლები და იღებენ დიდ სიამოვნებას შესრულებული სამუშაოთი. მეორენი - ეხმარებიან პარტნიორებს და ანახებენ მომენტებს, რომლის დანახვას ისინი თვითონაც შესძლებდნენ ცოტა მეტი ყურადღებით, რომ ყოფილიყვნენ, და გოლის გატანის შემდეგ ისინი სულიერ კმაყოფილებას გრძნობენ. ხოლო მესამე ტიპის ფეხბურთელები - ეს არიან ისინი, ვინც ქმნიან მომენტებს იქ, სადაც ერთი შეხედვით არაფერი არ უნდა იყოს. სწორედ ამ მესამე კატეგორიას ფეხბურთელებისა განეკუთვნება ალექსი. მას შეუძლია ყველაფერი - დარტყმა, პასის მიცემა, საჯარიმოს შესრულება და ცოტა კიდევ უფრო მეტიც“.

ჰანს-იორგენ ნილსონი
1998 წლის ზაფხულში იტალიისა და კამერუნის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში, შეგეძლოთ გეხილათ მწუხარების გამომხატველი სახე ახალგაზრდა ფეხბურთელისა, რომელიც იჯდა სათადარიგოთა სკამზე, რომელსაც მაშინ ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ხშირად ჩანდა რეჟისორის კამერაში. მე მაშინ ძალიან დამაინტერესა, რატომ აჩვენებდნენ მას ასე ხშირად. მაშინ არც ვიყავი დაინტერესებული ფეხბურთით და არ ვიცოდი თუ ვინ იყო ეს ფეხბურთელი. და საერთოდ ეს იყო ერთერთი პირველი მატჩი რომელსაც მე ვუყურე და ამიტომაც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მატჩის შედეგისათვის, მაგრამ ამ ფეხბურთელის სახე დამამახსოვრდა სამუდამოდ. მოგვიანებით, მეგობრებისაგან შევიტყვე, რომ იმ ფეხბურთელს რომელიც მე ასე ძალიან დამამახსოვრდა ერქვა ალესანდრო დელ პიერო. როგორც აღმნოჩნდა, იმ მომენტისათვის 23 წლის ფეხბურთელი ყოფილა - ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი, ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიო ფეხბურთისა და თამაშობდა ის კლუბში სახელად იუვენტუსი. მე, 10 წლის ბავშვი, ძალიან დავინტერესდი ამ ფეხბურთელით, მისი კლუბით, და იტალიის ნაკრებით და საერთოდ ფეხბურთით. ეს კი მოხდა იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც ფართოდ გადაიცემოდა ტელევიზიით, ხშირად აჩვენებდნენ თამაშებს იუვენტუსის მონაწილეობით. და მე გამახსენდა ჩემი ბავშვური ინტერესები და დავიწყე სულით და გულით გულშემატკივრობა ტურინული კლუბი 10 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელისა, რომელიც ცოტა ასაკ მომატებული იყო, მაგრამ მაინც ცნობადი, რომელიც ამაყად ატარებს კაპიტნის სამკლაურს და სახელი რომლისაც არის - ალესანდრო დელ პიერო...

მომავალი კუმირი იუვენტუსის გულშემატკივრებისა დაიბადა 1974 წლის9 ნოემბერს პატარა ქალაქ კონელიანოში, იტალიის ჩრდილოეთში. უბრალო ოჯახი: მამა- ელექტრიკოსი, დედა - დიასახლისი და სამი შვილი. მშობლები - ჯინო და ბრუნა, რომლებმაც ვერ შესძლეს განათლების მიღება საყვარელი პროფესია, დიდ ხანს კამათობდნენ, თუ რა უნდა გამხდარიყო ალექსი - ექიმი თუ ადვოკატი. მაგრამ უდიდესი ფეხბურთელის მომავალი განსაზღვრა უფროსმა ძმამ - სტეფანომ და მეგობრებმა პიერპაოლომ და ნელსომ, ვისთან ერთადაც ეზოში თამაშობდა ალექსი ფეხბურთს. სტეფანოს თვითონ სურდა გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი და გახდა კიდეც. ითამაშა რამოდენიმე სეზონი სამპდორიაში. ის თვლიდა რომ გვარი დელ პიერო უნდა გამხდარიყო ცნობილი და დაიწყო ძმისაგან ფეხბურთის მაესტროს ჩამოყალიბება, და ხშირად ამუშავებდა უმცროს ძმას იდეოლოგიურად. სტეფანო აიძულებდა ძმას ეყურებინა სერია ა-ს მატჩები დაეუბნებოდა: „უყურე, ხედავ ბიძიას 10 ნომრით. ეს მიშელ პლატინია. შენ უნდა გახდე ასეთი, არა უკეთესი“. დიდი ფრანგის თამაშმა მართლაც მოხიბლა ალექსი, და 9 წლის ასაკში ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა, რომ ის არ გახდებოდა არც ექიმი და არც ადვოკატი, არამედ ის გახდებოდა მიშელ პლატინი. კლუბის არჩევანიც ამით განისაზღვრა. რა თქმა უნდა იუვენტუსი, სადაც თამაშობდა მისი კუმირი. მართალია იყო მომენტი, როდესაც უმცროსმა ძმამ კინაღამ გადაუხვია გზიდან - მოისურვა გამხდარიყო მეკარე და მიზეზად მოყავდა ის, რომ მისთვის რთული იყო მოედანზე ამდენი სირბილი. ამიტომ სტეფანოს კვლავ მოუწია მუშაობა და დარწმუნება ალექსისა იმაში, რომ გოლების გატანა ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მათი გაშვება. შემდეგ დედამ მიიყვანა ის საფეხბურთო სკოლაში „სან-ვენდემიანო“, თუმცა ალექსმა მალევე გადააჭარბა ამ სკოლის დონეს და დადგა დრო უფრო ხარისხიან სკოლაში გადასვლისა, რომელიც აღმოჩნდა პადუაში, სადაც მალევე ალეექსი და თავისი ოჯახი გადავიდნენ საცხოვრებლად. მოგვიანებით დელ პიერო გაიხსენებს: “რა მომწონდა პადუაში? - რა და მჭიდრო კავშირი ძირითად გუნდთან. ჩვენ ხშირად ვვარჯიშობდით ძირითად გუნდთან ერთად. უფრო მეტიც, თითოეულ პატარა ფეხბურთელს დანიშნული ყავდა ერთი ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან (პროფესიონალი) უფროსად. მე ასეთ აღმზრდელად შემხვდა ანჯელო დი ლივიო. მომთხოვნი ადამიანი, ხანდახან უხეში, მაგრამ ძალიან სამართლიანი და ყურადღებიანი. სწორედ ანჯელომ დამიყენა მე დარტყმა, მასწავლა კედლისთვის ბურთის შემოტარება, პასების მიცემა. მე ძალიან გამიხარდა როდესაც იუვენტუსში ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა“. ცოტა ხნის შემდეგ დი ლივიო გადავიდა იუვენტუსში და პირველი რაც მან გააკეთა იუვენტუსში იყო ის რომ რეკომენდაცია გაუწია ხელმძღვანელობასთან ახალგაზრდა ფეხბურთელს. მალევე თავად დელ პეიროც გადავიდა თავისი ოცნების გუნდში და მოაწერა მასთან კონტრაქტს ხელი. თავდაპირველად ალექსმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი ახალგაზრდულ გუნდთან ერთად და აგრეთვე პრიზი ვიარეჯო - კარნევალეს თასი. 1993 წელს კი შედგა მისი დებიუტი ძირითად გუნდში, ხოლო პირველი გოლი გაიტანა რეჯინასთან მატჩში, როდესაც იგი რავანელის ნაცვლად შეიყვანეს მოედანზე. მას შემდეგ მისი კარიერა მიდის მაღლა და მაღლა. 1995 წელს დელ პიეროს ქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში და გახდა მისი ნაწილი. ნამდვილ ვარსკვლავად კი ალექსი დაასახელეს 1997-98 წლების სეზონში. ის გახდა ლიდერი და კაპიტანი იუვენტუსისა, გახდა ერთერთი საუკეთესო ბომბარდირი სერია ა-სი, და აგრეთვე საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაში ისტორიის მანძილზე. მთელი იტალია ლოცულობდა მასზე საფრანგეთის მუნდიალის დაწყებამდე, მაგრამ სანდრომ საბოლოო ჯამში იქ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შემოგვთავაზა, რამეთუ დიდი ნაწილი ჩემპიონატისა გაატარა სკამზე.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო ახალი სეზონი და ყველაფერი თითქოს კარგად უნდა წასულიყო, მაგრამ... 24-ე წელიწადში მყოფი ალექსი, სერია ა-ში უდინეზესთან მატჩში იღებს დარტყმას ფეხებში და არარ შეუძლია მატჩის დასრულება. ექიმების დიაგნოზი ჟღერდა განაჩენივით - ჯვარედინი მყესების გაწყვეტა. ასეთი ტრავმის მკურნალობას ჭირდება 9 თვე და ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ სანდრო შეძლებდა მიეღწია წარსული ფორმისათვის. მოგვიანებით დელ პეირო იხსენებს ამ პერიოდზე: „ფორმაში ჩადგომა და მკურნალობა ძალიან რთული იყო. მეჩვენებოდა, რომ მე ვეღარასდროს შევძლებდი თამაშს ძველებურად, და რაღაც მომენტში აღარ მინდოდა კიდეც წვალება. მაგრამ მას შემდეგ რაც მე მაჩვენეს ტომრები, გულშემატკივრების წერილები, რომლებიც მისურვებდნენ მალე გამოჯანმრთელებას, ასეთი აზრები აღარ გამჩენია“.

დელ პიერო ნელ-ნელა იღდგენდა ძველ ფორმას და კვლავ გახდა იტალიელი ტიფოზების კუმრი. ის წავიდა ევრო 2000-ზე მთავარი ვარსკვლავის სტატუსით და კვლავ არგუნეს მას 10 ნომერი, როგორც ლიდერის ნიშანი. იტალია გადის ფინალში რომელშიც ის მარცხდება დამატებით დროში ფრანგებთან. ამ მარცხს იტალიელი საზოგადოება აბრალებს დელ პიეროს, იმის გამო, რომ ის ორჯერ გავიდა ერთიერთზე ბარტეზთან და ვერ გამოიყენა ეს. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ იტალიელებს აღარ სჯერათ სანდროსი, როგორც იტალიის ეროვნული ნაკრების ლიდერისა. რა თქმა უნდა ის აგრძელებს თამაშს, მაგრამ უკვე არის მეორე პლანზე და დაკარგა 10 ნომერი (ამ მომენტისათვის აღარც არის ნაკრებში).

იმ ავადსახსენებელი ტრავმის შემდეგ , ალბათ ყველაზე კარგი სეზონი ალექსს ქონდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მან თავისი გოლის წყალობით გაიყვანა იტალია ჯგუფიდან. იუვე იგებს სკუდეტოს და გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გზად ამ ფინალისაკენ დაამარცხა მადრიდის რეალი, რომლისთვისაც დელ პიეროს გააქვს შესანიშNავი გოლი. იუვე ფინალში პენალტების სერიაში განიცდის მარცხს მილანთან, ხოლო სანდრო არის ერთი იმ ორ ფეხბურთელთაგანი, რომლებმა გაიტანეს პენლები ამ შეხვედრაში, მომავალ სეზონს იუვე ჩააგდებს და ლიპი მიდის, ლიპი რომელმაც დელ პიეროსაგან შექმნა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი.

იუვეს ახალი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ამჯობინებს ათლეტურ ფეხბურთელებს და მრავალწლიანი კაპიტანი და ლიდერი ტურინელებისა ჯდება სათადარიგოთა სკამზე. 2005-06 წლების სეზონში დელ პიერო ამყარებს ამ მხრივ ერთგვარ რეკორდს. გააქვს 6 გოლი შეცვლაზე. სეზონი სრულდება და დელ პიერო კვლავ ხვდება ნაკრების შემადგენლობაში, რომელსაც თავკაცობს მარჩელო ლიპი, მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში და როგორც იქნა იგებს ამ ტურნირს ამარცხებს რა იტალიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ფინალში. მუნდიალის დასრულების შემდეგ დელ პიეროს ელის ახალი გამოცდა: სკანდალის შედეგად იუვე ტოვებს სერია ა-ს ხოლო ფეხბურთელები ცდილობენ წავიდნენ კლუბიდან, მაგრამ ის როგორც ნამდვილი კაპიტანი გადაწყვიტავს დარჩეს კლუბში, კლუბში რომელმაც გაუთქვა მას სახელი.

გუნდში მოვიდნენ ახალგაზრდა ფებხურთელები და აგრეთვე ახალი მწვრთნელი დიდიე დეშამი, რომელთან ერთადაც ახალგაზრდა დელ პიერო თამაშობდა ტურინელთა რიგებში. შენდება ახალი გუნდუ, რომელიც შესძლებს კვალვ დაიპყროს საფეხბურთო მწვერვალები , ხოლო ალექსი, ბელადის სახით მიუძღვის წინ თავის გუნდს.

ამ მომენტისათვის სანდრო არის კლუბის საუკეთესო ბომბარიდირ მის ისტორიაში, გატანილი აქვს 250 გოლზე მეტი, რომელთაგან ბევრს შეგვიძლია დავარქვათ საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში. ყველაზე ლამაზ გოლად კი თავად ალექსი თვლის გოლს რომელიც გაიტანა ფიორენტინას კარში 99 წელს, როდესაც იუვემ მოიგო ის მატჩი 3-2.

ბევრი სპეციალისტი და უბრალო გულშემატკივარიც თვლის,რომ ალექსმა მაინც ვერ შესძლო მიეღწია იმ დონისათვის, რაც მას ქონდა იმ ავბედით ტრავმამდე და რომ ის არ შეეფერება სუპერ კლუბის დონეს, მაგრამ... ბევრისათვის ის დარჩება იმ ფეხბურთელად, რომელიც მათ უყვართ და რომელიც არის მათი კუმირი, და რომელმაც ბევრს დააწყებინა ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა იუვენტუსისა. ხოლო სკეპტიკოსებს კი უბრალოდ არ მივაქციოთ ყურადღება. სხვათაშორის, ისინიც კი ვისაც არ მოსწონს იუვენტუსი ვერ უარყოფენ იმას, რომ 10 წლის მანძილზე ალესანდრო დელ პიერო განასახიერებდა იმ დიად კლუბს რომელსაც სახელად ქვია - იუვენტუსი.

10 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ვცეთ პატივი მას

1. დელ პიერო - ყველაზე დამსახურებული ვეტერანია იუვენტუსისა
უკვე 16 წელია რაც ალექსი თამაშობს იუვენტუსში. მას ყავს როგორც მხარდამჭერები ასევე მოწინააღმდეგეები, მაგრამ ის, რომ მისი მიღწევები იმსახურებს პატივისცემას, ამას აღიარებს ყველა. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც ერთგულია ერთი კლუბისა. თუ ჩამოვთვლით ყველა იმ ხეირს რაც მან მოუტანა კლუბს, გოლების, პასების, უამრავ ტურნირში მონაეილობის სახით, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის მართლაც ყველაზე დამსახურებული ვეტერანია იუვენტუსისა. დელ პიერო არ ყოფილა ისეთი კაშკაშა და ძლიერი, როგორიც პლატინი ან ბაჯო, რომლებმაც მიიღეს ოქროს ბურთი და რომლებმაც მოგვაგებინეს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სამაგიეროდ დელ პიერომ ჩაატარა მათზე ბევრად მეტი მატჩი და მათზე არანაკლები სარგებელი მოუტანა კლუბს. ის უპრობლემოდ შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი ფეხბურთელების გვერდზე როგორებიც იყვნენ წარსულში ბონიპერტი, ბეტეგა, შირეა.

2. დელ პიერო - იუვენტუსის საუკეთესო ბომბარდირი
მეორე პუნქტი ნაწილობრივ პირველის გაგრძელებაა. დელ პიერო ხომ თავდამსხმელია - და 16 წლის მანძილზე ის სტაბილურად აგროვებდა გოლებს. ის გადავიდა პირველ ადგილზე იუვენტუსის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში. მიუხედავად იმისა, რომ მას პენალტიდანაც გააქვს გოლები, ეს მაინც არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი.

3. დელ პიერო - შესანიშნავი პასების მიმცემი და ფლეიმეიქერი
ბევრი აღფრთოვანებულია ალექსის გოლებით, მაგრამ მწვრთნელები ძალიან ხშირად უსვავენ ხაზს დელ პიეროს პასის ხელოვნებას. ალექსი შესანიშნავად ფლობს პასის მიცემის ხელოვნებას და შესწევს ძალა ერთი პასით მოაქციოს ჩიხში მოწინააღმდეგის მთელი დაცვა. თვითონ დელ პიეროს არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები და არასდროს გამოირჩეოდა ძალიან მაღალი სისწრაფით, არც მეორე სართულზე თამაშით, არც განსაკუთრებული გოლის ალღოთი მაგრამ ის თამაშობდა წყტვილში, გოლზე დამშეულ ისეთ თავდამსხმელებთან როგორების არიან ინძაგი და ტრეზეგე. ეს სწორედ იმ ტიპის ფორვარდებია , რომლებიც კარგად იხსნებიან საჯარიმო მოედანში და რომლებისთვისაც დელ პიეროს ძალიან უყვარს შესანიშნავი პასების მიცემა. ერთის მხრივ ინძაგი და ტრეზეგე იყვნენ იდეალური პარტნიორები დელ პიეროსათვის შეტევაში და მანაც ბოლომდე გამოავლინა თავისი ტალანტი.

4. დელ პიერო - ხეირიანი ბრენდი იუვენტუსისათვის.
ალესანდრო დელ პიერო - ეს არ არის უბრალოდ ფეხბურთელი, ის უკვე სავაჭრო მარკაა. რეკლამებშჲ მონაწილეობა, აგრეთვე სოციალურ პროექტებში და საზოგადო ღონისძიებებში უბრალოდ ზრდის მის პოპულარობას. იუვენტუსის ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის დელ პიეროს როგორც ბრენდის მნიშვნელობა და კარგადაც იყენებენ ამას იუვენტუსის სასარგებლოდ. რამდენ ადამიანს დაუწყია გულშემატკივრობა იუვენტუსისა სწორედ დელ პიეროს. ბაჯოსა და ვიალის ეპოქის შემდეგ, მთავარი მაგნიტი გულშემატკივართა ყურადღებისა უდავოდ არის დელ პიერო. ამჟამად იუვენტუსში თამაშობენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორებიც არიან, ბუფონი, კანავარო, ტრეზეგე მაგრამ მაინც პოპულარობის მხრივ გულშემატკივრებში (განსაკუთრებით დამწყებებში) დელ პიერო პირველ ადგილზეა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მოაქვს დამატებითი შემოსავალი კლუბის ხაზინაში ფულის სახით რომელსაც შოულობენ ატრიბუტიკის, ტელე ტრანსლაციებისა და ბილეთების გაყიდვით. ასე რომ დელ პიერო - არა მარტო წარმატებული ფეხბურთელია, ის აგრეთვე წარმატებული საფეხბურთო პროდუქტია.

5. დელ პეირო - 100% იუვენტინი

ვერ ვიტყვით, რომ დელ პიეროს ძალიან ბევრი შემოთავაზებები ქონდა სხვა კლუბებიდან, თავის კარიერაში, ისეთები რომლებმაც შესაძლოა აზრი შეუცვალოს . ზუსტები თუ ვიქნებით ასეთი შეთავაზება სულ იყო ორი-სამი როდესაც ის შეიძლებოდა დასცილებოდა იუვენტუსს. პირველი არჩევანი მან გააკეთა როდესაც ის პადუადან გადავიდა იუვენტუსში და არა მილანში, რომელიც აგრეთვე დაინტერესბული იყო მისით, როგორც ახალგაზრდა თავდამსხმელით. შემდეგ იყო რთული პერიოდა იბრაჰიმოვიჩის მოსვლის გამო, როდესაც დაკარგა ალექსმა ორი წლით ძირითადი შემადგენლობა. მაგრამ ალექსი მოთბინებით ელოდა თავის შანსს და ისიც მოვიდა. კალჩიოპოლის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა და ბევრი ფეხბურთელი გაიქცა იუვენტუსიდან. დელ პიერო დარჩა კლუბის ერთგული და გადავიდა მასთან ერთად სერია B-ში. იქ ითამაშა უმაღლეს დონეზე და გააგრძელა თავისი გზა სერია A-ში. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დელ პიერომ გადაუხადა კლუბს მადლობა იმ მანერით როგორითაც კლუბმა. ყველას გვახსოვს მომენტი, როდესაც იუვენტუსმა გაუგრძელა კონტრაქტი დელ პიეროს, როდესაც ამ უკანასკნელმა მიიღო უსერიოზულესი ტრავმა. თავის მხრივ, როდესაც კლუბი აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში დელ პიერომ უერთგულა კლუბს. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ მოცემულ მომენტში ძალიან ბევრი გულშემატკივრისათვის (არა მარტო იუვენტუსის არამედ საერტოდ ფეხბურთის გულშემატკივრისათვის) გვარი დელ პიერო ასოცირდება იუვენტუსთან, ის ხომ ასი პროცენტით იუვენტინია.

6. დელ პერო - კარგი ადამიანი და შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდობისათვის
ეს პუნქტი ნაწილობრივ გამომდინარეობს პირველი და მეოთხე პუნქტებიდან. დელ პიეროს, ხომ მთელი თავისი კარიერის მანძილძე არაფრით არ დაულაქავებია თავისი იმიჯი. ისეთი ფეხბურთელებს როგორებიც არიან ტოტი მაგალითად ან იბრაჰიმოვიჩი აქვთ უფრო სკანდალური ფეხბურთელის იმიჯი, სხვადასხვა საქციელების გამო. დელ პიერო კი თავისი ქცევით ყოველთვის იყო შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯოვინკო, მარკიზიო, კიელინი ბევრ რამეს იღებენ ალექსისაგან, მოედანზე ქცევის კუთხით. მაშინ როდესაც ინტერის ახალგაზრდა ფეხბურთელები სწავლობენ ამ ყველაფერს იბრაჰიმოვიჩისგან და მაურინიოსგან და ამიტომაც სულაც არ არის გასაკვრი, რომ ახალგაზრდა ტალანტი ბალოტელი ბადებს ამდენ შეკითხვებს თავისი საქციელის გამო მოედანზე.

7. ბებერი ხარის რქებიც ხნავენ
ბევრი ამბობს, რომ დელ პიერო ბებერია და რომ დროა გავიდეს პენსიაზე. მაგრამა რ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გამოცდილებაც ძალიან ბევრს ნიშნავს. 35 წლის ალექს შეუძლია ძალიან დიდი სარგებლი მოტანა თუ მას სწორად გამოიყენებენ. კარგი პასის მიცემა საჭირო მომენტში ანდაც ჯარიმის შესრულება, რომლის აღებაც არცერთ მეკარეს არ შეუძლია - ეს არის ის რისი გაკეთებაც შეუძლია დელ პიეროს თავის 35 წლის ასაკში. უბრალოდ საჭიროა მისი სწორად გამოყენება, საჭირო პოზიციაზე და საჭირო დროს. ამ შემთხვევაში კი მისი უსაზღვრო გამოცდილება კიდევ ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს გუნდს.

8. დელ პიერო - მომავალი მწვრთნელი ან პრეზიდენტი კლუბისა
ალესანდრო დელ პიერო - ეს არის იუვენტუსის ლეგენდა და უკვე ეხლა შეგვიძლია ვთქვათმ რომ მისი კარიერა იუვენტუსში არ შემოიფარგლება ფეხბურთელის ფუნქციებით. ისეთი ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ბონიპერტი, ბეტეგა, ტარდელი იმუშავეს კლუბის ხელმძღვანელობაში, ხოლო დინო ძოფმა, ფაბიო კაპელომ და ჩირო ფერარამ მწვრთნელებად. მოსალოდნელია, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ დელ პეროს რომელიმე ასეთ როლში. დასაზუსტებელია მხოლოდ ერთი რამ, თუ რომელი როლის თამაშს მოისურვებს თვითონ ალექსი. ამიტომაც დელ პიერო - ეს არ არის მხოლოს საფეხბურთო წარსული იუვენტუსისა, არამედ ის არის აგრეთვე ადმინისტრაციული ან სამწვრთნელო მომავალი კლუბისა.

9.დელ პიეროს მოწინააღმდეგეები - იუვეს ფანები არიან?
დელ პიერო - კლუბის სიმბოლოა, ასე ამბობს ბევრი. შეიძლება რომ იუვეს გულშემატკივარი არიტიკებდეს კლუბის სიმბოლოს და უთითებდეს მის სუსტ მხარეებზე? ძალიან ბევრისათვის იუვენტუსი და დელ პიერო ერთი მთლიანობაა. ესე იგი დელ პიეროს კრიტიკისას თქვენ აკრიტიკებთ იუვენტუსსაც და მის ხელმძღვანელობასაც? შესაძლოა ასეც არის, რამეთუ ბოლო წლებში წარმოუდგენელია დელ პიეროს ძირითადში ხილვა ისეთი ადამიანების გარეშე როგორიც არის ჯილი და როგორიც იყო რანიერი. კალჩიოპოლის შემდეგ კლუბმა გააკეთა გამიზნული ფსონი დელ პიეროს სასარგებლოდ, და ყოველ გაგრძელებას მისი კონტრაქტისა და უარის თქმა ახალგაზრდა თავდამსხმელის ძებნაზე არაფერია თუ არა ამ არევნის გამყარება. ამიტომ ბებერი დელ პიეროს კრიტიკისას თქვენ აკრიტიკებთ არა მხოლოდ უბრალოდ ფეხბურთელს, რომელსაც სურს თამაში რაც შეიძლება დიდ ხანს, არამედ თქვენ აკრიტიკებთ ხელმძღვანელობასაც და მწვრთნელებსაც, რომლებიც აძლევენ მას უფლებას თამაშისა. მაგრამ რა არის იუვენტუსი? ხელმძღვანელობა თუ ფეხბურთელები? თუ გულშემატკივრები? შესაძლებელია, რომ იუვენტუსი შედგებოდეს რამოდენიმე ნაწილისაგან რომელთაგან თითოეულს აქვს თავ თავისი სახელი.

10. დელ პიეროს ფანები - იუვენტუსის ფანები არიან?
დელ პიეროს დიდი გულშემატკივარი ყოველთვის გახარებულია როდესაც მის კუმირს გააქვს გოლი ან იძლევა საგოლე პასს. ის გახარებულია მაშინაც, როდესაც გუნდი იგებს დელ პიეროს გარეშე, მაგრამ უფრო ნაკლებად ცხადია. შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ დელ პიეროს ფანები იუვეს ფანებად? ამის შემოწმება შეგვეძლება მაშინ როდესაც დელ პიერო წავა ფეხბურთიდან. აი მაშინ ვნახავთ, ვინ არის ნამდვილი იუვენტინი და ვინ უბრალოდ დელ პიეროს გულშემატკივარი, ისეთი ვისაც გუნდი არც თუ ისე ანაღვლებს.მართლაც, ამჟამად მოთამაშე ექსტრა კლასის ფეხბურთელებიდან, ძალიან ცოტას თუ ექნება 16 წელი გატარებული ერთ გუნდში. ახლა ეს ანაქრონიზმად ითვლება, მაშინ როდესაც კარგ ტონად ითვლება - იუვე-არსენალი-ბარსელონა-ში თამაში. დიადები და ერთგულები, თითქმის მთელი კარიერის მანძილზე თითზე ჩამოსათვლელები არიან. მათ შორის არის ცნობილი იტალიელი ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც 9 ნოემბერს გახდა 35 წლის. სწორედ მას ეძღვნება ეს სტატია 35 ეპიზოდად რა თქმა უნდა...

- «სან ვენდემიანო» - დელ პიეროს პირველი კლუბი. 7 წლის ტალანტის მწვრთნელი გახდა უმბერტო პრესტო, ხოლო ფეხბურთელის ამპლუა კი მეკარე. თუმცა მან რა თქმა უნდა მალე შეიცვალა როლი და გადავიდა შეტევის ხაზში.
ავტორი: სტუმარი ნანახია: (773) დამატების დრო: (03-05-2024)




სახელი *:
Email *:
კოდი *:

კატეგორიები
ფილმები [32]
ფილმები ქართულად [13]
თამაშები [47]
სურათები [12]
ბოქსის ვიდეოები [3]
მუსიკები [11]
პროგრამები [35]
კლიპები [1]
ანიმაციები [1]
სპორტი [8]
ვიდეოები [1]
სერიალები [0]
მობილური [5]
ქარტული პილმები [4]
თრეილერები [1]
სხვა... [11]


მართვის ბლოკი

TOP მასტერები

TOP სიახლეები

საიტის მეგობრები

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 238

© 2004-2009 boxx.ucoz.com
Designed By John. All Right Reserved.